“ერთ დღეში დაწერილი ისტორია“ 04/24/2019 12:00 AM

   ქ. ქუთაისის მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კადეტებისათვის სპექტაკლი წარმოადგინეს. ღონისძიებას ქუთაისის რესურსცენტრისა და ლიცეუმის დირექცის წარმომადგენლები, პედაგოგები და კადეტები დაესწრნენ. “ერთ დღეში დაწერილი ისტორია“ ასე ჰქვია წარმოდგენას, რომელშიც მოსწავლეებმა შინდისის გმირების თავგანწირვა ასახეს. ემოციურმა და შთამბეჭდავმა სანახაობამ მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. წარმოდგენის დასრულების შემდეგ სტუმრებმა ლიცეუმის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. ლიცეუმში სპექტაკლის ჩვენება მშობელთა ჩართულობის პროგრამის ფარგლებში ქუთაისის მე-11 საჯარო სკოლის დირექტორის, პირველ სასწავლო კურსის კადეტ გიორგი ფხაკაძის მშობელის უშანგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით მოეწყო. სპექტაკლი ლიცეუმში წარმოდგენამდე ქუთაისის ნიღბების თეატრის სცენაზე იქნა ნაჩვენები. ჩვენებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად შინდისის გმირების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

ფოტო გალერეა