ეროვნული თავდაცვის აკადემიის შესარჩევი ტური 06/14/2018 12:00 AM

   დღეს ეროვნული თავდაცვის აკადემიის შესარჩევმა კომისიამ ლიცეუმის კურსდამთავრებულებს შესარჩევი ტური ადგილზე ჩაუტარა. კურსდამთავრებულებმა ფსიქოლოგიური ტესტირება და გასაუბრება გაიარეს, იმისათვის, რომ აჩვენონ აკადემიის რეჟიმთან შეგუების მზაობა და მოტივაცია. აკადემიის შესარჩევი ტური მოიცავს ფიზიკურ, სამედიცინო და ფსიქოლოგიურ შემოწმებას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ წელს პირველად, აკადემიასა და ლიცეუმს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, ლიცეუმის კურსდამთავრებულები ფიზიკური ტესტირებისაგან თავისუფლდებიან, რადგანაც ლიცეუმის კურსდამთავრებული აკმაყოფილებს იმ ფიზიკური მომზადების სტანდარტს, რომელიც მოეთხოვებათ აკადემიაში ჩაბარების მსურველებს. ფსიქოლოგიურ შერჩევას კი ლიცეუმის, აკადემიისა და გენერალური შტაბის ფსიქოლოგიური შერჩევის სამსახურები ერთობლივად ახორციელებენ.

ფოტო გალერეა