ეროვნული ინტელექტ ჩემპიონატი ,,ეტალონი 12/18/2017

   დღეს, კადეტთა სამხედრო ლიცეუმში, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ,,ეტალონი 2017-2018“ მონაწილე კადეტთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლალი ლარცულიანი უძღვებოდა. მან პროექტის აქტუალობაზე და მის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრა. წარამტებულ კადეტებს მოწმობები ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ, ინოვაციური სწავლებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის კოორდინატორმა ლალი ჩარკვიანმა და სასწავლო კურსის უფროსებმა გადასცეს და მათ წარმატებები უსურვეს. ,,ეტალონის“ წარმატების მოწმობები გადაეცა ჩემპიონატში მონაწილე ყველა იმ კადეტს, რომლებმაც წარმატებით გადალახეს 50 ქულიანი ბარიერი. ეროვნული ინტელექტ ჩემპიონატი ყოველწლიურად ტარდება მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლის მიზანია საქართველოს ეტალონი მოსწავლის გამოვლენა.

ფოტო გალერეა