კადეტთა რეგისტრაცია ეროვნულ გამოცდებზე 03/26/2021 10:33 AM

მესამე სასწავლო კურსის კადეტები ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციას გადიან. კადეტთა სამხედრო ლიცეუმი უზრუნველყოფს დამამთავრებელი კურსის კადეტთა რეგისტრაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.
 
კადეტთა გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურს კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აფინანსებს. კადეტთა ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასურის გადახდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება.
 
ფოტო გალერეა