ექსკურსია 11/09/2018 12:00 AM

   კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მეორე სასწავლო კურსის მეორე სასწავლო ჯგუფი იმყოფებოდა სასწავლო ექსკურსიაზე რიონის ჰიდროელექტრო სადგურის სათავე ნაგებობაზე და ქვესადგურზე. ექსკურსია განხორციელდა გეოგრაფიის მასწავლებლის ბესიკ მაჩიტაძის, ფიზიკის პედაგოგის ნინო ახვლედიანისა და ჯგუფის დამრგებლის ელენე კოხრეიძის ხელმძღვანელობით. ექსკურსიის მიზანი იყო კადეტები გაცნობოდნენ ჰიდრო რესურსების მნიშვნელობას საქართველოს ენერგეტიკაში. მათ ადგილზე გაზომეს სათავე ნაგებობისა და ქვესადგურის სიმაღლე ზღვის დონიდან, რის საფუძველზეც გამოიანგარიშეს მდინარე რიონის ვარდნა და დახრილობა. ჰიდროელექტრო სადგურის ისტორიის, მუშაობის პრინციპზე, მნიშვნელობაზე ქვეყნის ენერგეტიკაში კადეტებს ესაუბრათ ს.ს. ენერგო პრო ჯორჯიას თანამშრომელი ბატონი დავით მესხი.

ფოტო გალერეა