ექსკურსია 11/05/2018 12:00 AM

   მესამე სასწავლო კურსის პირველი სასწავლო ჯგუფის კადეტები იმყოფებოდნენ შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბათუმის ბაზაზე, სადაც დაათვალიერეს გერმანიის, რუმინეთის, ბულგარეთის და ესპანეთის გემები. ჩამოთვლილი ქვეყნების წარმომადგენლებმა კადეტებს მცურავი საშუალებების შესახებ დეტალური ინოფრმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს. გემების დათვალიერების შემდეგ კადეტებმა ჯიხეთის მონასტერი მოინახულეს. ექსკურსია სადამრიგებლო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და მას ხელმძღვანელობდა მასწავლებელი: თეა ქუთათელაძე.

ფოტო გალერეა