ექსკურსია 10/22/2018 12:00 AM

   მეორე სასწავლო კურსის მეორე და მეოთხე სასწავლო ჯგუფების კადეტები, პროექტ „შეიცანი საქართველო შენი“-ს ფარგლებში, იმყოფებოდნენ სასწავლო ექსკურსიაზე შიდა ქართლის მხარეში. კადეტებმა მოინახულეს ქვათახევისა და სოფელ მეტეხის ღვთიშობლის სახელობის მონასტრები, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმი. აგრეთვე იმყოფებოდნენ სოფელ შინდისში და პატივი მიაგეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპული „შინდისის გმირების“ ხსოვნას. პროექტს ხელმძღვანელობდნენ სასწავლო ჯგუფების დამრიგებლები: ელენე კოხრეიძე და ნინო დანგაძე.

ფოტო გალერეა