ექსკურსია შიდა ქართლის მხარეში 10/08/2018 12:00 AM

   მეორე სასწავლო კურსის პირველი სასწავლო ჯგუფის კადეტები, პროექტ „შეიცანი საქართველო შენი“-ს ფარგლებში, იმყოფებოდნენ სასწავლო ექსკურსიაზე შიდა ქართლის მხარეში, კასპისა და გორის მუნიციპალიტეტებში, ხელმძღვანელი ჯგუფის დამრიგებელი ბესიკ მაჩიტაძე. კადეტებმა მოინახულეს ქვათახევისა და სოფელ მეტეხის ღვთიშობლის სახელობის მონასტრები, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმი. აგრეთვე იმყოფებოდნენ სოფელ შინდისში და პატივი მიაგეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპული „შინდისის გმირების“ ხსოვნას.

ფოტო გალერეა