ექსკურსია სამეგრელოს მხარეში 05/06/2019 12:00 AM

   მეორე სასწავლო კურსის პირველი სასწავლო ჯგუფი იმყოფებოდა სასწავლო ექსკურსიაზე სამეგრელოს მხარეში. კადეტებმა მოინახულეს ჯვრის (ენგური) წყალსაცავი, დადიანების სასახლე, ხობის მამათა მონასტერი და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზა. ჯვრის წყალსაცავზე ჰესის თანამშრომელმა კადეტებს გააცნო ელექტროსადგურის ისტორია, ფიზიკური პარამეტრები და მისი მნიშვნელობა ქვეყნის ენერგო სისტემაში. სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტში კადეტებს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უმასპინძლეს. დაათვალიერეს აილენდის კლასის ხომალდები, გემთსარემონტო ბაზა და სპეციალური აღჭურვილობა. კადეტებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია სანაპირო დაცვის ამოცანებისა და სიახლეების შესახებ. გასვლითი ღონისძიება სადამრიგებლო პროექტის “შეიცან საქართველო შენი“ ფარგლებში მოეწყო. პროექტს ხელმძღავნელობდა პედაგოგი ბესიკ მაჩიტაძე.

ფოტო გალერეა