მეორე სასწავლო კურსის მეოთხე სასწავლო ჯგუფის კადეტები იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე სამცხე-ჯავახეთის მხარეში. კადეტებმა მოინახულეს ზარზმის, ჭულესა და საფარის სამონასტრო კომპლექსები, ასევე რაბათის ციხე. ექსკურსია სადამრიგებლო პროექტის-,,წინაპართა ნაკვალევზე“ ფარგლებში მოეწყო. პროექტს, ხელმძღვანელობს მასწავლებელი მაია ქობულაძე.