ექსკურსია მცხეთა-მთიანეთის მხარეში 05/14/2018 12:00 AM

   სადამრიგებლო პროექტის ,,შეიცან საქართველო შენი“ ფარგლებში კადეტებისათვის აქტიურად ეწყობა ექსკურსიები. ამჯერად მეორე სასწავლო კურსის მეორე სასწავლო ჯგუფის კადეტები იმყოფებოდნენ მცხეთა-მთიანეთის მხარეში. მათ მოინახულეს მცხეთა-სვეტიცხოველი, ჯვრის მონასტერი და შიო-მღვიმე. ექსკურსია სასწავლო ჯგუფის დამრიგებელ მზევინარ გორდელაძის ხელმძღვანელობით განხორციელდა.

ფოტო გალერეა