ექსკურსია აჭარის მხარეში 05/07/2018 12:00 AM

   პროექტის ,,შეიცან სამშობლო შენი“ ფარგლებში, მესამე სასწავლო კურსის მესამე სასწავლო ჯგუფის კადეტებისათვის დაიგეგმა ექსკურსია აჭარის მხარეში. კადეტებმა მოინახულეს მახუნცეთის ჩანჩქერი და ხიდი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, შეკვეთილში არსებული პარკი -,,საქართველო მინიატურებში“. პროექტს ხელმძღვანელობენ პედაგოგები: ეკა მურუსიძე და ბესიკ მაჩიტაძე.

ფოტო გალერეა