ექსკურსია 04/09/2019 12:00 AM

   დღეს, მეორე სასწავლო კურსის პირველი სასწავლო ჯგუფის კადეტები იმყოფებოდნენ ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში. (ხელმძღვანელები: ბესიკ მაჩიტაძე - გეოგრაფიის მასწავლებელი, ეკა მურუსიძე - ქიმიის მასწავლებელი).კადეტები გაეცნენ მუზეუმის საგამოფენო დარბაზში არსებულ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის ამსახველ ფოტო-დოკუმენტურ მასალას, აგრეთვე დაათვალიერეს მუზეუმში არსებული არქეოლოგიურ-ისტორიული ექსპონატები. ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი საერთაშორისო მნიშვნელობის სამეცნიერო და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრია. მის ფონდებში დაცულია 230 ათასზე მეტი კოლექცია და ექსპონატი.

ფოტო გალერეა