პირველი სასწავლო კურსის მესამე სასწავლო ჯგუფის კადეტები იმყოფებოდნენ აჭარისა და გურიის რეგიონში.
კადეტებმა ექსკურსიის ფარგლებში დაათვალიერეს ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი და ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხე და შეკვეთილში არსებული ღირსშესანიშნაობა-„საქართველო მინიატურებში“.
ექსკურსია სადამრიგებლო პროექტის -„შეიცან სამშობლო შენი“ ფარგლებში განხორციელდა.