ექსკურსია 11/15/2022 11:40 AM

გრძელვადიანი სადამრიგებლო პროექტის - „შეიცან სამშობლო შენი“ ფარგლებში პირველი სასწავლო კურსის მეხუთე სასწავლო ჯგუფი იმყოფებოდა ექსკურსიაზე სამეგრელოს მხარეში.

კადეტები იმყოფებოდნენ დადიანების სასახლეში, ნოჯიხევის დედათა მონასტერში, მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, მარტვილის მონასტერში. ასევე დაათვალიერეს სოფელ ბეთლემის თერმული წყლების ტერიტორია.

ექსკურსია პირველი სასწავლო კურსის მეხუთე სასწავლო ჯგუფის დამრიგებლის სოფიკო ცხელიშვილის მიერ დაიგეგმა.

გრძელვადიანი პროექტში ყველა სასწავლო ჯგუფი არის ჩართული. მისი მიზანია კადეტები კარგად იცნობდნენ საქართველოს ისტორიას, ქვეყნის ეთნოგრაფიულ-კულტურულ თავისებურებებს და ტურისტულ-ეკონომიკურ პოტენციალს.

 

ფოტო გალერეა