ენების ევროპული დღე 2021 11/05/2021 11:11 AM

ლიცეუმში პროექტის „ენების ევროპული დღე“ გამარჯვებულ კადეტთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
 
ღონისძებას სასწავლო დაგეგმარებისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი მაიორი ვაჟა ჭელიძე, პირველი სასწავლო კურსის უფროსი კაპიტანი დავით ტყეშელაშვილი, პედაგოგები და პირველი სასწავლო კურსის კადეტთა პირადი შემადგენლობა ესწრებოდნენ.
 
პროექტის ფარგლებში განხორციელებული სხვადასხვა აქტივობის (სახალისო კონკურსები და თამაშები, შემეცნებითი და გასართობი სავარჯიშოები, მუსიკალური და ციფრული ანიმაციები) გამარჯვებული 26 კადეტი სიგელებით დაჯილდოვდა.
ლიცეეუმში ენების ევროპული დღის აღნიშვნას ორგანიზებას უწევდნენ მასწავლებლები: ეკა მურუსიძე, ია დანელია, ნინო დანგაძე, დიანა ბოგვერაძე, ფიქრია ცერცვაძე.
 
ენების ევროპული დღე 2001 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება, რომელსაც საქართველოში ორგანიზებასა და მხარდაჭერას უწევს ევროკავშირის ქვეყნების ეროვნული კულტურის ინსტიტუტების გაერთიანება EUNIC Georgia და მისი მუდმივი წევრები: ბრიტანეთის საბჭო საქართველოში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, დანტე ალიგიერის საზოგადოება, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებთან ერთად.
 
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია ბმულზე: https://bit.ly/2YnFwcU
 
ფოტო გალერეა