ენა დედაა ერისა 04/11/2019 12:00 AM

   დღეს სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელობით დედაენის დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული ღონისძიება გაიმართა, სახელწოდებით ,,ენა დედაა ერისა“. პედაგოგებმა და კადეტებმა ისაუბრეს 1978 წლის 14 აპრილის ისტორიულ მნიშვნელობასა და ქართულ ენასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ღონისძიების ბოლოს მოეწყო შეჯიბრება კადეტების,კოტე იანტბელიძის ილუსტრაციებზე დაყრდნობით,უნდა გამოეცნოთ ამა თუ იმ ფრთიანი გამონათქვამის მნიშვნელობა. აქტივობამ დააინტერესა და გაახალისა როგორც მონაწილენი, ასევე დამსწრე საზოგადოება.

ფოტო გალერეა