ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრად ლიცეუმში 02/13/2018

 დღეს, ლიცეუმში სტუმრად იმყოფებოდნენ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლეები. მეორე სასწავლო კურსის კადეტებმა ანი სილაგაძემ და ნუგზარ ქვარიანმა სტუმრებს ლიცეუმის უპირატესი მხარეების, მიღების პირობების, სწავლებისა და ცხოვრების წესების, დღის განრიგისა და სამხედრო ცხოვრების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. კადეტებმა ასევე, ისაუბრეს მისაღები გამოცდების ფორმატში შესულ ცვლილებაზე. მათ აუხსნეს ახალგაზრდებს, რომ ლიცეუმში მისაღები გამოცდების ჩამონათვალს დაემატა მათემატიკის გამოცდა. მოსწავლეთა ვიზიტი ლიცეუმის ინფრასტრუქტურის დათვალიერებით დასრულდა.

ფოტო გალერეა