დროშის აწევისა და დაჯილდოების ცერემონიალი 03/19/2018

   ლიცეუმში დროშის აღმართვისა და სამხედრო მოსამსახურეთა უწყებრივი მედლებით დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. დროშის აწევის ცერემონიალში, საუკეთესო აკადემური და ფიზიკური მომზადების მქონე კადეტებმა: გიორგი ბოჭოიძემ, გოდერძი გადელიამ და ირაკლი გოგოლაძემ მიიღეს მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ მეორე სასწავლო კურსის კადეტი, გოდერძი გადელია ღონისძიებაში უკვე მეხუთედ იყო ჩართული და მას დირექციისაგან, დადგენილი წესის შესაბამისად გადაეცა ფასიანი საჩუქარი-პლანშეტი. დღესვე, ლიცეუმის სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს თავდაცვის სამინისტროსაგან, უმწიკვლო სამსახურისათვის პირველი და მეორე ხარისხის მედლებით დაჯილდოვდნენ. პირველი ხარისხის მედლებით დაჯილდოვდნენ: მაიორი გიორგი გაბისონია, მაიორი ზვიად ჩუბინიძე, მასტერ სერჟანტი სერგო ზივზივაძე, უფროსი სერჟანტი გიორგი მაზანაშვილი და უფროსი სერჟანტი ლერი წითაძე. მეორე ხარისხის მედალები კი გადეცათ კაპიტან გენადი ჯიბლაძეს, კაპიტან ბერდია მუშკუდიანს, უფროს ლეიტენანტ ნიკოლოზ ასანაშვილს, უფროს სერჟანტ მირიან ჭანტურიძეს, სერჟანტ ნიკო ცირეკიძეს და სერჟანტ გიგა ბიბინიძეს. მათ მედლები ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ გადასცა და წარმატებები უსურვა.

ფოტო გალერეა