დროშის აღმართვის ცერემონიალი 11/15/2021 4:35 PM

დღეს ლიცეუმში ტრადიციული დროშის აღმართვის ღონისძიება გაიმართა.
 
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს კადეტებმა: გიორგი წოწოლაშვილმა, გიგი აბაშიძემ და გიორგი კავლელაშვილმა.
„ამ ღონისძიებას კადეტებისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს არის წარმატებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. სასიამოვნოა პირველობა. რა თქმა უნდა ძალიან გიხარია, რომ აღმართავ შენი ქვეყნის დროშას, ამავე დროს გაქვს შეგრძნება, რომ აღმართე საკუთარი გამარჯვების დროშა. ამით საკუთარ თავს და დანარჩენ კადეტებს აჩვენებ, რომ მონდომებასა და შრომას მიჰყავხარ შედეგამდე. დამერწმუნეთ, არ არის ადვილი ღონისძიებაში მონაწილეობა, როცა ირგვლივ ამდენი ღირსეული კონკურენტი გყავს, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ ამ საპატიო უფლების მოსაპოვებლად“ - აღნიშნა კადეტმა გიორგი კავლელაშვილმა.
 
ღონისძიება ტრადიციულ ხასიათს ატარებს და ყოველ ორშაბათს ტარდება. მასში მონაწილეობის უფლება აქვთ სასწავლო კვირის განმავლობაში საუკეთესო აკადემიური მოსწრების, საუკეთესო დისციპლინისა და საუკეთესო ფიზიკური მომზადების მქონე კადეტებს.