დღეს ლიცეუმში ტრადიციულად დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა.
სახელმწიფო ჰიმნის ფონზე, ლიცეუმის პირადი შემადგენლობის თანდასწრებით დროშა აღმართეს საუკეთესო აკადემიური მოსწრების, ფიზიკური მომზადებისა და დისციპლინის მქონე კადეტებმა: დავით ბოლქვაძემ, ანტონ ტყემალაძემ და მარიამ რაზმაძემ. მათ მოიპოვეს უფლება სამხედრო ფორმაზე ატარონ წარჩინების სიმბოლო - ლიცეუმის დროშა.