დროშის აღმართვის ცერემონიალი 04/19/2021 3:57 PM

ლიცეუმში ტრადიციულად დროშის აღმართვის ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ლიცეუმის ხელმძღვანელობა, სამხედრო მოსამსახურეები და კადეტთა პირადი შემადგენლობა ესწრებოდა.
დროშის აღმართვის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს კადეტებმა: ნინო ბარბაქაძემ, ანა-მარია ქებაძემ და დათო გეგუჩაძემ.
დროშის აღმართვის ცერემონიალში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად კადეტებს უნდა ჰქონდეთ მაღალი აკადემიური მოსწრება და საუკეთესო ფიზიკური მომზადების დონე ასევე, უნდა გამოირჩეოდნენ დისციპლინით.

 

ფოტო გალერეა