დღეს ლიცეუმში ტრადიციული დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა.
ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს კადეტებმა: ლევან ქუთათელაძემ, ელენე ბახტურიძემ და ლაშა აბულაძემ. მათ მიღწეული წარმატება ლიცეუმის დირექტორმა ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა პირადად მიულოცა.
ცერემონიალში, რომელიც ტრადიციულად ყოველ ორშაბათს ტარდება, მონაწილეობას ღებულობენ საუკეთესო აკადემიური შედეგის, დისციპლინისა და ფიზიკური მომზადების კადეტები.