დროშის აღმართვის ცერემონიალი 02/14/2022 10:36 AM

დღეს ლიცეუმში ტრადიციულად დროშის აღმართვის ღონისძიება გაიმართა.
 
სახელმწიფო ჰიმნის ფონზე დროშა აღმართეს კადეტებმა:ბარბარე აბრამიშვილმა, იური ხურციძემ, დალი ახობაძემ, ქეთევან გოგიამ, ლევან ქუთათელაძემ და გიორგი ახალაძემ. მათ ეს მიღწევა ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა პირადად მიულოცა და წარმატებები უსურვა.
 
დროშის აღმართვის ცერემონიალში მონაწილეობას ღებულობენ საუკეთესო აკადემიური მოსწრების, საუკეთესო დისციპლინისა და ფიზიკური მომზადების კადეტები. კადეტი, რომელიც ხუთჯერ მიიღებს აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას გადაეცემა ფასიანი საჩუქარი.
 
ფოტო გალერეა