დროშის აღმართვის ცერემონიალი 11/29/2021 9:07 PM

დღეს ლიცეუმში ტრადიციულად დროშის აღმართვის ღონისძიება გაიმართა.
 
სამხედრო მოსამსახურეებისა და კადეტთა პირადი შემადგენლობის თანდასწრებით, სახელმწიფო ჰიმნის ფონზე დროშა აღმართეს კადეტებმა: ზაური ლაბაძემ, გიორგი ბრუნჯაძემ და დათო ჭანკოტაძემ. მათ ეს მიღწევა ლიცეუმის დირექტორმა ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
 
კადეტები ამ ღონისძიებაში მონაწილეობით იღებენ უფლებას ერთი კვირის განმავლობაში, სამხედრო ფორმაზე ატარონ წარჩინების სიმბოლო - ლიცეუმის დროშა.
 
ფოტო გალერეა