დროშის აღმართვის ცერემონიალი 03/22/2021 1:29 PM

დღეს ლიცეუმში დროშის აღმართვისა და დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
 
ღონისძიებაში მონაწილეობის პატივი წილად ხვდათ კადეტებს: დავით გოლეთიანს, ნიკა ლოსაბერიძეს და ლაშა აბულაძეს.
 
დღესვე მესამე სასწავლო კურსის კადეტი ლაშა აბულაძე სერტიფიკატით დაჯილდოვდა. მან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ ესეების კონკურსში -„ეს ჩვენი მეფე ერეკლე“ მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა. სერტიფიკატი ლიცეუმის დირექტორმა ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა გადასცა და წარმატებები უსურვა.