დროშის აღმართვის ცერემონიალი 04/04/2022 6:44 PM

დღეს ლიცეუმში ტრადიციულად დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა.
 
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე, დროშის აღმართვის პატივი ერგოთ კადეტებს: ქეთევან გოგიას, ვიქტორია ლიპარტელიანსა და მარიამ ღიბრაძეს. ისინი გასული სასწავლო კვირის მონაცემებით გამორჩეული არიან აკადემიური მოსწრებით, ფიზიკური მომზადებითა და დისციპლინით. მათ უფლება აქვთ ერთი კვირის განმავლობაში სამხედრო ფორმაზე ატარონ წარჩინების სიმბოლო-ლიცეუმის დროშა.
 
კადეტებს წარმატება ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
 
კადეტი, რომელიც შეძლებს დროშის აღმართვის ცერემონიალში ხუთჯერ მიიღოს მონაწილეობა გადაეცემა ფასიანი საჩუქარი. მას კადეტთა სამხედრო ლიცეუმი დაუფინანსებს გრაფიკული დიზაინის, ინტერიერის დიზაინის, პროგრამირების ენისა ან სხვა მისთვის სასურველ სასერტიფიკაციო კურსებს.
 
ფოტო გალერეა