დროშის აღმართვის ცერემონიალი 01/24/2022 2:12 PM

ლიცეუმში ტრადიციული ღონისძება, დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა.
 
დროშის აღმართვის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საუკეთესო აკადემიური მოსწრების, საუკეთესო დისციპლინისა და საუკეთესო ფიზიკური მომზადების მქონე კადეტებმა: ქეთევან გოგიამ და გიორგი თაბაგარმა. ისინი ერთი კვირის განმავლობაში ატარებენ სამხედრო ფორმაზე წარჩინების სიმბოლოს-ლიცეუმის დროშას. საპატიო მიზეზის გამო ღონისძიებას არ ესწრებოდა კადეტი ნინო ბარბაქაძე.
 
კადეტმა ქეთევან გოგიამ მეხუთედ მიიღო აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა, რისთვისაც მას, დადგენილი წესის შესაბამისად, ლიცეუმის დირექცია დაუფინანსებს გრაფიკული დიზაინის სასერტიფიკაციო კურსს.
 
ფოტო გალერეა