დროშის აღმართვის ცერემონიალი 01/27/2020 12:00 AM

   დღეს კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ტრადიციულად საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა. სახელმწიფო ჰიმნის ფონზე დროშა აღმართეს ლიცეუმის საუკეთესო კადეტებმა, ვიტალი დეისაძემ, მარიამ გვენეტაძემ და გიორგი სამსონიძემ, რომლებსაც საუკეთესო აკადემიური მოსწრება, დისციპლინა და ფიზიკური მომზადება აქვთ. ამასთან, დღეს ლიცეუმის სამხედრო მოსამსახურეებს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლები გადაეცათ. მედლით - „სამშობლოსთვის თავდადებული“ - ვიცე-პოლკოვნიკი ოთარ ბაბუნაშვილი და მაიორი მამუკა ოდიკაძე დაჯილდოვდნენ. მედალი - „უმწიკვლო სამსახურისთვის“ - გადაეცათ უფროს სერჟანტ დავით ნიგურიანსა და სერჟანტ გიორგი ბიქოშვილს. მათ დამსახურებული ჯილდო გადასცა და წარმატებები უსურვა ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ.

ფოტო გალერეა