დროშის აღმართვის ცერემონიალი 05/13/2019 12:00 AM

   დღეს, ლიცეუმში ტრადიციულად დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს კადეტებმა: შოთა ჯოხაძემ, ოლეგი ჯაჭვლიანმა და ლუკა შამუგიამ. კადეტი ოლეგი ჯაჭვლიანი, რომელმაც უკვე მეხუთედ აღმართა დროშა, დაჯილდოვდა ფასიანი საჩუქრით-პლანშეტით. მას დამსახურებული ჯილდო ლიცეუმის დირექტორის მოადგილემ, ვიცე-პილკოვნიკმა ივანე კუხიანიძემ გადასცა და წარმატებები უსურვა. ლიცეუმში დროშის აღმართვის ცერემონიალი ყოველ ორშაბათს იმართება. სასწავლო კვირის განმავლობაში ყოველი სასწავლო კურსის ხელმძღვანელობა, საუკეთესო აკადემიური მოსწრების, ფიზიკური მომზადებისა და სანიმუშო დისციპლინის მიხედვით გამოავლენს ერთ კადეტს, რომელიც მონაწილეობას ღებულობს დროშის აწევის ცერემონიალში. კადეტს, რომელიც წლის განმავლობაში ხუთჯერ აღმართავს დროშას, გადეცემა ფასიანი საჩუქარი.

ფოტო გალერეა