დროშის აღმართვის ღონისძიება 05/17/2021 9:38 PM

დღეს ლიცეუმში დროშის აღმართვისა და დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. დროშის აღმართვის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს საუკეთესო აკადემიური მოსწრების, დისციპლინისა და ფიზიკური მომზადების კადეტებმა: თეკლა შეყრილაძემ, ანა-მარია ქებაძემ და ლაშა აბულაძემ.
 
კადეტმა ლაშა აბულაძემ დროშის აღმართვის ცერემონიალში უკვე მეხუთედ მიიღო მონაწილეობა, რისთვისაც მას ლიცეუმის დირექციისაგან, დადგენილი წესის შესაბამისად გადაეცა ფასიანი საჩუქარი. კადეტ ლაშა აბულაძეს ლიცეუმის დირექცია დაუფინანსებს სასწავლო კურსს. კურსის მეშვეობით ის დაეუფლება პროგრამირების ენას -„JAVA”.
 
ლიცეუმის დირექციის დადგენილი წესების შესაბამისად, კადეტი რომელიც ხუთჯერ მიიღებს დროშის აღმართვის ცერემონიალში მონაწილეობას მას გადაეცემა ფასიანი საჩუქარი. გამარჯვებული კადეტი შეთავაზებული სასწავლო კურსებიდან თავად არჩევს მისთვის სასურველ სასწავლო კურსს, რომლის საფასურსაც კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აფინანსებს.
 
ფოტო გალერეა