დროშის აღმართვის ცერემონიალი 12/23/2019 12:00 AM

   დღეს ლიცეუმში ტრადიციულად დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა სამივე სასწავლო კურსის საუკეთესო აკადემიური მოსწრების, საუკეთესო ფიზიკური მომზადებისა და სანიმუშო დისციპლინის მქონე კადეტებმა თეონა ლაბაძემ, ანა სოფრომაძემ და გიორგი ახვლედიანმა მიიღეს. დღესვე, ფიზიკური მომზადების დონის დასადგენი ნორმატივების საუკეთესო მაჩვენებლის შესრულებისათვის მეორე სასწავლო კურსის უფროსი მაიორი ირაკლი დეისაძე საპატიო სიგელით დაჯილდოვდა. ასევე, საუკეთესო ფიზიკური მომზადების მქონე კადეტის სტატუსი მიენიჭა მესამე სასწავლო კურსის 15 კადეტს. ისინი სერტიფიკატებითა და სამკერდე ნიშნებით ლიცეუმის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ვიცე პოლკოვნიკმა ივანე კუხიანიძემ დააჯილდოვა.

ფოტო გალერეა