დროშის აღმართვის ცერემონიალი 05/10/2022 11:10 AM

ლიცეუმში ტრადიციული ღონისძიება, დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს კადეტებმა: ვერიკო გოლეთიანმა, გიორგი ქანაშვილმა და მარიამ კაცაძემ. ისინი ღონისძიებაში მონაწილეობის შერჩევის კრიტერიუმების შესაბამისად, გასული სასწავლო კვირის მონაცემების მიხედვით, გამორჩეული არიან აკადემიური მოსწრებით, დისციპლინითა და ფიზიკური მომზადების დონით. მათ უფლება აქვთ მიმდინარე სასწავლო კვირის განმავლობაში სამხედრო ფორმაზე ატარონ წარჩინების სიმბოლო - ლიცეუმის დროშა.

 

ფოტო გალერეა