დროშის აღმართვის ცერემონიალი 12/13/2021 7:13 PM

დღეს ტრადიციულად დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა.
ღონისძიებას ლიცეუმის დირექტორი ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი, სამხედრო მოსამსახურეები და კადეტთა პირადი შემადგენლობა ესწრებოდნენ.
სახელმწიფო ჰიმნის ფონზე დროშა აღმართეს საუკეთესო აკადემიური მოსწრების, ფიზიკური მომზადებისა და დისციპლინის მქონე კადეტებმა:ქეთევან გოგიამ, ლუკა ბენდელიანმა და გიორგი კავლელაშვილმა. მათ ეს მიღწევა ლიცეუმის დირექტორმა ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა პირადად მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ფოტო გალერეა