დროშის აღამართვის ცერემონიალი 11/08/2021 12:05 PM

დღეს ლიცეუმში ტრადიციულად დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა.
 
სახელმწიფო ჰიმნის ფონზე დროშა აღმართეს კადეტებმა: გიორგი ვაშაკიძემ, ნინო ბარბაქაძემ და გიორგი კავლელაშვილმა. მათი ღონისძიებაში მონაწილეობა ნიშნავს, რომ ისინი გასული სასწავლო კვირის განმავლობაში გამორჩეული არიან აკადემიური მოსწრებით, რისთვისაც მოიპოვეს უფლება მთელი სასწავლო კვირის განმავლობაში სამხედრო ფორმაზე ატარონ წარჩინების სიმბოლო - ლიცეუმის დროშა.
 
დღესვე გასული სასწავლო წლის თვითმმართველობის თავმჯდომარემ ოფიციალურად გადააბარა უფლება-მოსილება კადეტთა ახალი თვითმმართველობის თავმჯდომარეს ნინო მეგრელს.
 
ლიცეუმის დირექტორმა ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა სიტყვით მიმართა კადეტებს და კადეტთა თვითმმართველობის როლზე გაამახვილა ყურადღება. მან კადეტი თამარ ბოლქვაძე თვითმმართველობის პერიოდში გამოჩენილი მაღალი პასუხისმგებლობისა და ლიდერისთვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევებისათვის ლიცეუმის მედალიონითა და სიგელით დააჯილდოვა.
 
ფოტო გალერეა