დროშის აღმართვის ცერემონიალი 11/01/2021 6:44 PM

დღეს ლიცეუმში ტრადიციული დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა.
 
ღონისძიება ლიცეუმის სამწყობრო მოედანზე ჩატარდა, რომელსაც ლიცეუმის დირექტორი ვიცე- პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი, სამხედრო მოსამსახურეები და კადეტთა პირადი შემადგენლობა ესწრებოდნენ.
 
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე, დროშა აღმართეს კადეტებმა: თეკლა კინწურაშვილმა, შოთა ყურაშვილმა და ნიკოლოზ ჩოხელმა. მათ წარმატება ლიცეუმის დირექტორმა ვიცე- პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
 
კადეტი, რომელიც აღნიშნულ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას ეძლევა უფლება სამხედრო ფორმაზე ატაროს წარჩინების სიმბოლო - ლიცეუმის დროშა. ეს ნიშანი მიუთითებს, რომ კადეტი სასწავლო კვირის განმავლობაში გამორჩეულია აკადემიური მოსწრებით. მას განმასხვავებელი ნიშნის ტარების უფლება ექნება ერთი სასწავლო კვირის განმავლობაში.
 
ფოტო გალერეა