დროშის აღმართვის ცერემონიალი 03/01/2021 1:46 PM

დღეს ლიცეუმში დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობის პატივი სანიმუშო დისციპლინისა და მაღალი აკადემიური მოსწრების კადეტებს ერგოთ. სახელმწიფო ჰიმნის ფონზე დროშა აღმართეს კადეტებმა: ნინო ბარბაქაძემ, ლევან ტალახაძემ და ლაშა აბულაძემ. მათ  წარმატება ლიცეუმის დირექტორმა ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა პირადად მიულოცა.

"გილოცავთ! თქვენ დაამტკიცეთ, რომ ხართ ღირსეულნი, ღირსეულთა შორის. ნამდვილად არ არის მარტივი ამ წარმატების მოპოვება, რადგანაც ლიცეუმში ძალიან ბევრი გამორჩეული და ნიჭიერი კადეტი სწავლობს. ჩვენ, ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა თქვენ შეძლოთ თქვენი შესაძლებობების გამოვლენა. მე ვიქნები კადეტის საუკეთესო ინტერესების დამცველი, ინტერესებისა რომელიც თანხვედრაში იქნება ეროვნულ მიზნებთან“- აღნიშნა ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა.

ლიცეუმში სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად აქტიურად ამოქმედდა კადეტთა სამოტივაციო პროგრამები. დროშის აღმართვის ცერემონიალი ტრადიციულად ყოველ ორშაბათს გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს ყოველი სასწავლო კურსის თითო გამორჩეული კადეტი. კადეტი, რომელიც ღონისძიებაში ხუთჯერ მიიღებს მონაწილეობას გადაეცემა ფასიანი საჩუქარი.