დღეს კადეტთა სამხედრო ლიცეუმში დროშის აღმართვისა და დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
სახელმწიფო ჰიმნის ფონზე, ლიცეუმის პირადი შემადგენლობის თანდასწრებით დროშა აღმართეს საუკეთესო აკადემიური მოსწრების, ფიზიკური მომზადებისა და დისციპლინის მქონე კადეტებმა: ნატალია მანდარიამ, მარიამ გურულმა და ნიკოლოზ ჩოხელმა.
დღესვე ლიცეუმის დირექტორის მოადგილე აღმზრდელობით დარგში ვიცე-პოლკოვნიკი ივანე კუხიანიძე ლიცეუმის განვითარებასა და წარმატებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის გენერალ გიორგი კვინიტაძის სკულპტურითა და მადლობის სიგელით დაჯილდოვდა. ჯილდო ლიცეუმის დირექტორმა ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა პირადად გადასცა და წარმატებები უსურვა.
ლიცეუმის დირექტორის მოადგილე აღმზრდელობით დარგში ივანე კუხიანიძე გრძელვადიანი, სასწავლო მივლინებით მიემგზავრება გერმანიის რესპუბლიკაში. ვიცე-პოლკოვნიკი ივანე კუხიანიძე გერმანიაში, გენერალური შტაბის კურსს (ოფიცრის უმაღლესი სამხედრო განათლება) გაივლის. კურსის გავლის პერიოდში, დადგენილი წესის შესაბამისად, გადაინიშნება თავდაცვის ძალების სხვა სტრუქტურულ ერთეულში. ვიცე-პოლკოვნიკი ივანე კუხიანიძე ლიცეუმში დაარსების დღიდან მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობზე, 1997 წლიდან მსახურობს საქართველოს თავდაცვის ძალებში. სამსახურის პერიოდში მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, უწყებრივი მედალი, საშტატო იარაღი, მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში და სამშვიდობო მისიებში.