დროშის აღმართვის ცერემონიალი 03/13/2023 3:03 PM

დღეს ლიცეუმში ტრადიციულად დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა.
 
სახელმწიფო ჰიმნის ფონზე დროშა აღმართეს საუკეთესო აკადემიური მოსწრების, საუკეთესო დისციპლინისა და საუკეთესო ფიზიკური მომზადების დონის მქონე კადეტებმა: ნიკოლოზ ბუაძემ, გიგა მაისურაძემ და ვიქტორია ლიპარტელიანმა. მათ ამ ღონისძიებაში მონაწილეობით მოიპოვეს უფლება ერთი სასწავლო კვირის განმავლობაში სამხედრო ფორმაზე ატარონ წარჩინების სიმბოლო-ლიცეუმის დროშა.
 
დღესვე სასწავლო კურსების სასწავლო ჯგუფის ინსტრუქტორი სერჟანტი გიორგი ჯალაღანია დაჯილდოვდა. მას საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით დაკისრებული მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის 2022 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემების მიხედვით მიენიჭა საუკეთესო სერჟანტის კვალიფიკაცია. მიღწეული წარმატებისათვის სერჟანტ გიორგი ჯალაღანიას სერტიფიკატი და ფულადი ჯილდო გადაეცა.
 
ფოტო გალერეა