დღეს ლიცეუმში ტრადიციულად დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა.
ლიცეუმის პირადი შემადგენლობის თანდასწრებით, სახელმწიფო ჰიმნის ფონზე დროშის აღმართეს საუკეთესო აკადემიური მოსწრების, საუკეთესო დისციპლინისა და საუკეთესო ფიზიკური მომზადების მქონე კადეტებმა: მარიამ გათაშვილმა, ნინო ბარბაქაძემ და მერაბ გაგნიძემ.
კადეტებს მიღწეული წარმატება ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა მიულოცა და წარმატებები უსურვა.