დროშის აღმართვა 12/26/2022 1:28 PM

დღეს ლიცეუმში დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა.

ტრადიციულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს გასული სასწავლო კვირის განმავლობაში საუკეთესო აკადემიური მოსწრებით, ფიზიკური მომზადების დონითა და დისციპლინით გამორჩეულმა კადეტებმა: მარიამ ჭელიძემ, დემეტრე ხაჭაპურიძემ და ალექსანდრე გვაზავამ.

დროშის აღმართვის ცერემონიალი ლიცეუმში მოქმედი სამოტივაციო პროგრამის ნაწილია, რომელიც ყოველ ორშაბათს ტარდება. მასში მონაწილეობა შეუძლიათ კადეტებს, რომელთაც სასწავლო კვირის განმავლობაში აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება, ფიზიკური მომზადების დონე, ასევე, გამოირჩევიან დისციპლინით. ღონისძიებაში მონაწილე კადეტები ერთი სასწავლო კვირის განმავლობაში ატარებენ წარჩინების სიმბოლოს - ლიცეუმის დროშას.

კადეტი, რომელიც ხუთჯერ მიიღებს აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას გადაეცემა ფასიანი საჩუქარი. კერძოდ, მას დაუფინანსდება ფასიანი სასერტიფიკაციო კურსები.

ფოტო გალერეა