დროშის აღმართვის ცერემონიალი 05/02/2022 8:04 PM

ლიცეუმის ტრადიციულ ღონისძიებაში, დროშის აღმართვის ცერემონიალში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს კადეტებმა: სალომე ილურიძემ, ზურაბ ბაბუნაშვილმა და ნიკოლოზ ჩოხელმა. ისინი გასული სასწავლო კვირის განმავლობაში გამოირჩეოდნენ აკადემიური მოსწრებით, დისციპლინითა და ფიზიკური მომზადების დონით. მათ უფლება აქვთ სამხედრო ფორმაზე ერთი კვირის განმავლობაში ატარონ წარჩინების სიმბოლო- ლიცეუმის დროშა.

ფოტო გალერეა