დროშის აღმართვის ღონისძიება 05/24/2021 2:53 PM

დღეს ლიცეუმში ტრადიციულად დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა.

ღონისძიება ლიცეუმის სამწყობრო მოედანზე მოეწყო და ლიცეუმის პირადი შემადგენლობის თანდასწრებით, სახელმწიფო ჰიმნის ფონზე დროშა აღმართეს კადეტებმა: ანა-მარია ქებაძემ და ნინო ბარბაქაძემ.
კადეტების თქმით აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მათთვის დიდი პატივი და უდიდესი მოტივაციაა, რისთვისაც თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმს ავლენენ.

ყოველი სასწავლო კვირის ბოლოს სასწავლო კურსის ხელმძღვანელობა გამოავლენს კურსიდან ერთ საუკეთესო კადეტს, რომელიც გამორჩეული აკადემიური მოსწრებით, დისციპლინითა და ფიზიკური მომზადების დონით. კადეტი რომელიც ხუთჯერ მიიღებს მონაწილეობას დროშის აღმართვის ცერემონიალში გადაეცემა ფასიანი საჩუქარი.

ფოთო გალერეა