დროშის აღმართვის ცერემონიალი 03/29/2021 5:48 PM

დღეს ლიცეუმში ტრადიციულად დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა.
 
ღონისძიებაში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს კადეტებმა:ნინო ბარბაქაძემ, ანა-მარია ქებაძემ და ლაშა აბულაძემ.
 
ღონისძიება ლიცეუმის სამწყობრო მოედანზე ყოველ ორშაბათს ტარდება. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე, ლიცეუმის პირადი შემადგენლობის თანდასწრებით დროშას აღმართავენ საუკეთესო აკადემიური შედეგის, ფიზიკური მომზადებისა და დისციპლინის მქონე კადეტები.