დროშის აღმართვის ცერემონიალი 05/31/2021 8:17 PM

დღეს კადეტთა სამხედრო ლიცეუმში დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა.

სახელმწიფო ჰიმნის ფონზე, დროშა აღმართეს კადეტებმა ზურაბ ბაბუნაშვილმა და ანა-მარია ქებაძემ. კადეტი ანა-მარია ქებაძე დაჯილდოვდა ფასიანი საჩუქრით, რადგან აღნიშნულ ღონისძიებაში უკვე მეხუთედ მიიღო მონაწილეობა. მას კადეტთა სამხედრო ლიცეუმი, დადგენილი წესის შესაბამისად, დაუფინანსებს გრაფიკული დიზაინის შემსწავლელ კურსს.

კადეტთა მოტივაციის ასამაღლებლად ლიცეუმში სხვადასხვა პროგრამები მოქმედებს.

 

ფოტო გალერეა