დროშის აღმართვის ცერემონიალი 06/07/2021 12:49 PM

დღეს ლიცეუმში ტრადიციულად დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა.
 
ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს მაღალი აკადემიური შეფასების, საუკეთესო ფიზიკური მომზადებისა და დისციპლინის მქონე კადეტებმა: ნინო ბარბაქაძემ და ლევან ტალახაძემ. პირველი სასწავლო კურსის კადეტმა ნინო ბარბაქაძემ მეხუთედ მიიღო აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა, რისთვისაც დაჯილდოვდა ფასიანი საჩუქრით. ის ლიცეუმის დაფინანსებით გაივლის გრაფიკული დიზაინის კურსს.
 
დროშის აღმართვის ცერემონიალი ლიცეუმში მოქმედი ერთ-ერთი სამოტივაციო პროგრამაა. ამ პროგრამის ფარგლებში 2020-2021 სასწავლო წელს სამი კადეტი დაჯილდოვდა ფასიანი საჩუქრით. ლიცეუმში შექმნილი სასწავლო პროგრამები მიზნად ისახავს კადეტთა ნიჭისა და შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენას და წახალისებას.