დროშის აღმართვისა და დაჯილდოების ცერემონიალი 06/04/2018 12:00 AM

   ლიცეუმში დროშის აღმართვისა და სამხედრო მოსამსახურეთა უწყებრივი მედლებით დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. დროშის აწევის ცერემონიალში, საუკეთესო აკადემიური და ფიზიკური მომზადების მქონე კადეტებმა: გიორგი მიქავამ (პირველი სასწავლო კურსი) და გოდერძი გადელიამ მიიღეს მონაწილეობა. დღესვე, ლიცეუმის სამხედრო მოსამსახურეები: ვეფხვია მაკარიძე და ირაკლი გაბეხაძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსაგან, უმწიკვლო სამსახურისათვის მეორე ხარისხის მედლებით დაჯილდოვდნენ.

ფოტო გალერეა