დროშის აწევის ცერემონიალი 04/02/2018 12:00 AM

   დღეს, ლიცეუმში ტრადიციულად დროშის აწევის ცერემონიალი გაიმართა. მასში მონაწილეობის მისაღებად სამივე სასწავლო კურსის ხელმძღვანელობამ წარმოადგინა საუკეთესო აკადემიური მოსწრებისა და სანიმუშო დისციპლინის მქონე კადეტები: ლაშა ჭანკვეტაძე, გოჩა გულუა და გიგი ფანჩვიძე. მათგან კადეტი გოჩა გულუა საპატიო მიზეზის გამო ვერ დაესწრო ღონისძიებას. დღესვე, პირველი სასწავლო კურსის კადეტი ლაშა ჭანკვეტაძე, რომელმაც უკვე მეხუთედ აღმართა დროშა, დაჯილდოვდა ფასიანი საჩუქრით-პლანშეტით. მას დამსახურებული ჯილდო ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ გადასცა და წარმატებები უსურვა.

ფოტო გალერეა