დისტანციური შეხვედრა თვითმმართველობასთან 04/16/2020 12:00 AM

   კადეტთა თვითმმართველობასთან დისტანციური შეხვედრა შედგა თვითმმართველობის წევრებს ლიცეუმის დირექტორის მოადგილე აღმზრდელობით დარგში, ვიცე-პოლკოვნიკი ივანე კუხიანიძე ესაუბრა. ვიცე-პოლკოვნიკი პირველ რიგში კადეთტა ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა და თვითმმართველობას, როგორც ლიცეუმის მმართველობაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს ლიცეუმის ავტორიზაციის მიმდინარეობის პროცესი გააცნო. შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ვიცე-პოლკოვნიკმა მოისმინა კადეტთა მოსაზრებები დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით, მათი საჭიროებები და იდეები. ვიცე-პოლკოვნიკმა ივანე კუხიანიძემ კადეტებს მოახლოებული აღდგომის დღესასწაული მიულოცა, ჯანმრთელობა უსურვა და კიდევ ერთხელ მოუწოდა წესების დაცვისა და სახლში დარჩენისკენ.

ფოტო გალერეა