დირექტორის წლიური ანგარიში 12/09/2021 4:28 PM

 
კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორმა ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს, გენერალ მაიორ ზაზა ჩხაიძეს, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სამეურვეო საბჭოს წევრებსა და ლიცეუმის სამსახურის უფროსებს 2021 წელს განხორციელებული ღონისძიებებისა და ფინანსური საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
 
ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა ანგარიშის წარდგენისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ სიახლეებზე, რომელიც ფოკუსირებას ახდეს ლიცეუმის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებებზე იქნება ეს საგანმანათლებლო პროგრამები, ადამიანური რესურსების მართვის და უსაფრთხოების პოლიტიკა, კადეტთა სამოტივაციო პროგრამები თუ სხვა. ვიცე-პოლკოვნიკმა ვრცელ მოხსენებაში მომავალი წლის გეგმებზე და შესასრულებელ სამუშაოებზეც ისაუბრა.
 
ფოტო გალერი